შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, საკონტეინერო ტერმინალის, სასტუმრო „შერატონის“, ტურისტული კომპანია „ვიზიტ აჭარა“-ს, ლოჯისტიკური კომპანიების, ბანკებისა და სხვა ბიზნეს სუბიექტების წარმომადგენლები.
განხილული იქნა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების - „ბიზნესის ადმინისტრირება“-ს (საბაკალავრო) და „საერთაშორისო ბიზნესი და ლოჯისტიკა“-ს (სამაგისტრო) - შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ბაზარზე არსებულ ვითარებასთან. განიხილეს სამომავლოდ სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროცესში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების ჩართულობის საკითხები და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში.
« უკან |