info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

„სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება“.

26 ივლისი 2018 წელი
სურათი

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე გაიმართა მრგვალი მაგიდა აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, თემურ კახიძესთან და ნანა დიასამიძესთან, თემაზე: „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება“.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების სააგენტოს მოქმედი და პერსპექტიული პროექტები, ამ პროექტების განხორციელებაში ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობის საკითხები და  ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება“-ს ა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის "საერთაშორისო ბიზნესი და ლოჯისტიკა"-ს მნიშვნელობა რეგიონის შემდგომი განვითარებისათვის.

 


« უკან