28-29 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე აბდულ კახიძე იმყოფებოდა ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში, ისრაელის საზღვაო სწავლების მართვის ცენტრში (IMTA).
ვიზიტი დაიგეგმა და განხორციელდა ისრაელში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და მონაწილეობით. ვიზიტის მიზანი იყო ისრაელის საზღვაო განათლების სისტემის გაცნობა და თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება.
ა. კახიძე გაეცნო IMTA-ს სასწავლო-საწვრთნელ შესაძლებლობებს და მასპინძლებს წარუდგინა პრეზენტაცია საზღვაო აკადემიის საქმიანობისა და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.
დისკუსიის დროს განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.
« უკან |