თანამდებობის დასახელება - ბათუმის სახელმწიფოს საზღვაო აკადემიის სტუდენტთა სერვისების და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი
განცხადების მიღების მიღება - 02.07.2018 – 14.07.2018
თანამდებობრივი სარგო - 1100 ლარი
ადგილების რაოდენობა - 1
სამსახურის ადგილმდებარეობა- ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. N53
სამუშაოს ტიპი- სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა- 3 თვე
ფუნქციები:
* პასუხისმგებელია სტუდენტურ ელექტრონულ სერვისებში განთავსებულ ინფორმაციაზე;
* ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილების მოძიებაში პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. უწევს მათ კონსულტაციებს შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
* ხელმძღვანელობს სტუდენტებისათვის სტაჟირებების ორგანიზებას. სთავაზობს სტუდენტებს რეგულარულ ტრენინგებს დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარების განვითარებისათვის;
* პასუხისმგებელია კურსდამთავრებულთა და დამსაქმებლების ბაზის სიზუსტეზე. ახდენს დასაქმების ვებ გვერდებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს, რგულარულად აწვდის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ვაკანსიებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას, ეხმარება სტუდენტებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით გეგმავს და ახორციელებს კონკრეტულ თემატურ ღონისძიებებს;
* მჭიდროდ თანამშრომლობს დამსაქმებლებთან სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ხელს უწყობს სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დამსაქმებელთა ჩართვას, ორგანიზებას უწევს დამსაქმებლებთან შეხვედრებს, ამზადებს დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, სტაჟირებისა და პრაქტიკის შესახებ.
* კოორდინაციას უწევს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების პერიოდული გამოკითხვას ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდებაზე დაკვირვებისა და სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
* ხელს უწყობს აკადემიის სივრცეში სტუდენტების ინტეგრირებას, სტუდენტთათვის კონსულტაციების გაწევას აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთი სარკმლის პრინციპით.
* თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორთან დასახელმწიფო სტრუქტურებთან ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
* კოორდინაციას უწევს აკადემიაში სტუდენტური სივრცის გამართვას და ფუნქციონირებას; სტუდენტებისათვის ცხელი ხაზის სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული ხარვეზების რეგისტრაციისათვის მათი აღმოფხვრის მიზნით.
* შეიმუშავებს და დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის გაუმჯობესების შესახებ;
* პასუხისმგებელია მასზე ვიზირებული კორესპონდენციის შესრულებაზე.
* პასუხისმგებელია სამსახურეობრივი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
* ასრულებს დეპარტამენტის დებულებით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას);
2. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
3. უცხო ენის (ინგლისური) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
4. ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები - აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
5. სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლის იგივე ან მoმიჯნავე სფეროში (მსგავს პოზიციაზე ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებაში);
6. კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა. ვებ
სერვისებისა და აპლიკაციების დაგეგმვის, შესაბამისი პროექტების მართვის, ტესტირების, რეალიზაციისა და მენეჯმენტის შემუშავების უნარები;
7. კომუნიკაციის, დროის მართვის, ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის, გუნდში მუშაობის უნარები და ორგანიზებულობა;
8. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების, კლასიფიცირების და ანალიზის უნარი
საკონკურსო თემატიკა:
ა) ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს შრომის კოდექსი;
ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წესდება;
დამატებითი მოთხოვნები:
1.კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ საქმიანობის პროცესის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების განხორციელების გამოცდილება;
2. კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ პროექტების მართვის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) კონკურსანტის განცხადება (ანკეტა);
ბ) ავტობიოგრაფია/CV.
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემულ იქნება კანდიდატისადმი იმ დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ სადაც მუშაობს ან/და მუშაობდა კანდიდატი.
თ) ფერადი ფოტოსურათი (3/4 -ზე -2 ცალი);
ი) უცხო ენის (ინგლისური) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან/და ცოდნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე სწავლების დამადასტურებელი დიპლომი ან/და უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი);
კ) სხვა დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო, ძირითადი და დამატებითი მოთხოვნების დასადასტურებლად (არსებობის შემთხვევაში).
განცხადების მიღების, განხილვისა და შედეგების გამოქვეყნების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 02 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით.
კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადებების განხილვა იწარმოებს 2018 წლის 16 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით.
2018 წლის 23 ივლისს მოხდება კომისიის მიერ კონკურსანტთა ტესტირება.
2018 წლის 27 ივლისს მოხდება კონკურსანტებთან გასაუბრება.
კონკურსის შედეგები საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდება აკადემიის საინფორმაციო დაფაზე და გამოქვეყნდება აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 2018 წლის 29 ივლისისა.
2018 წლის 01 აგვისტოს მოხდება კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, გამოსაცდელი ვადით, 3 თვით.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონკურსო კომისიის მისამართი - ქ. ბათუმი რუსთაველის N53
საკონტაქტო პირი: ეკა კვირკველია
ტელეფონი: 422292739
მობილური: 577292826 e-mail: e.kvirkvelia@bsma.edu.ge
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კონკურსის ეტაპები
1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა;
2. მეორე ეტაპი - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით ტესტირება (კანონმდებლობა, ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი უნარი) იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს;
3. მესამე ეტაპი - საკონკურსო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო და ძირითად მოთხოვნებთან კონკურსანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებზე იმ კონკურსანტებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის მეორე ეტაპს.
კონკურსის თითოეული ეტაპისათვის (ტესტირება / გასაუბრება) დადგენილია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. (მაქსიმალური ქულის 70%)
კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება სამივე ეტაპზე მიღებული ქულების ჯამური მაჩვენებლის მიხედვით. განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
« უკან |