საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზაფხულო სკოლა ,,სოფლად ტურიზმის მდგრადი განვითარება“ ტარდება. სწავლება პროექტის ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში იმართება. საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციას, ერთობლივი სტუდენტური პროექტების განხორციელებასა და უცხოური გამოცდილების გაზიარებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის (USN), ყირგიზეთის პარტნიორი უნივერსიტეტების, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, და საზღავაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
25-29 ივნისს, საზაფხულო სკოლაში წარმოდგენილი იქნება პროფესორ-მასწავლებლების მოხსენებები და სტუდენტების ჯგუფური პრეზენტაციები სოფლად ტურიზმის მდგრად განვითარების აქტუალურ საკითხებზე.
დღეს კი, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ღონისძიების ფარგლებში საზაფხულო სკოლის მონაწილეები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.
« უკან |