საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი აცხადებს მიღებას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
III საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო განათლება.
IV საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
რეგისტრაცია 18 -20 ივნისი.
მისაღები გამოცდა 26 ივნისს
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრში და რესურსცენტრებში. ასევე, ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.vet.emis.ge.
რეგისტრაციის გავლის შემდგომ, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, კანდიდატმა უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
პროფესიული პროგრამების მიხედვით აპლიკანტმა უნდა გაიაროს პროფესიული ტესტირება ცალკეულ საგნებში ქვემოთმოყვანილი ტესტების შესაბამისად:
ტესტი მათემატიკაში და ტესტი მექანიკურ და სივრცით უნარებში;
ტესტი მათემატიკაში და ტესტი მექანიკურ და სივრცით უნარებში;
ტესტი მათემატიკაში და ტესტი საკანცელარიო უნარებში;
პროფესიული ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამარტებზე:
მათემატიკა https://edu.aris.ge/news/uploads/images/doc/SXVA/matematika-prof-2015-nimushebi.pdf;
მექანიკური და სივრცითი უნარები https://edu.aris.ge/news/uploads/images/doc/SXVA/meqnikuri%20da%20sivrciti%20unarebis%20testi.pdf.pdf;
საკანცელარიო უნარების ტესტი https://edu.aris.ge/news/uploads/images/doc/SXVA/sakancelario%20unarebis%20testi.pdf;
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
« უკან |