▶ დღეს, 1 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საქმიანი ვიზიტით ფლენსბურგის უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე ბატონი სანდერ ლიმანი ეწვია.
▶ შეხვედრაზე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორთან ბატონ ირაკლი შარაბიძესთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები საზღვაო აკადემიასა და გერმანიის ფლენსბურგის უნივერსიტეტს შორის.
▶ სამომავლოდ იგეგმება როგორც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ასევე ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავება.
« უკან |