საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის 21 მაისს 13:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებსა და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შორის გაიმართა იუნკერ შალვა ერისთავის სახელობის მატჩი მინი ფეხბურთში.
მატჩი საზღვაო აკადემიის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4:2. გამარჯვებულს გარდამავალი თასი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა.
საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდგომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ სტუდენტებთან და იუნკერებთან ერთად, ბათუმში არსებულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
« უკან |