▶ 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია „ნატოს დღეები 2018“ მასპინძლობს.
▶ სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელი ქალბატონი როზარია პუგლისი, საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნინო ბოლქვაძე სტუმრობენ, რომლებიც სტუდენტებთან ოფიციალურად მისალმების შემდეგ წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე: ნატო - საქართველოს ურთიერთობა და შავის ზღვის უსაფრთხოება.
▶ ღონისძიება ოფიციალურად საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გახსნა. სტუდენტებს სიტყვით მიესალმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა. მომხსენებლებმა საჯაროდ ისაუბრეს კიდევ ერთხელ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია „ნატო“ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
▶ ნატოს კვირეულს, წელს უკვე მეთერთმეტედ, ახორციელებს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.
▶ ნატოს დღეები წარმოადგენს წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, სადაც ხდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მათი აქტიური ჩართვა მიმდინარე პროცესში,რაც თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.
▶ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.
▶სტუმრებმა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებმა ღონისძიების დასრულების შემდეგ დაათვალიერებეს საზღვაო აკადემიის მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
« უკან |