info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ პროგრამული აკრედიტაციისათვის მზადება

23 აპრილი 2018 წელი
სურათი

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ (კონცენტრირებული კომპონენტებით: „მენეჯმენტი - საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“; „მენეჯუმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი“, „ტურიზმი - საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტი“) პროგრამული აკრედიტაციისათვის მზადება.

ფაკულტეტზე შექმნილია პროგრამის აკრედიტაციისათვის მზადებისთვის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან აკადემიური პერსონალი, დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

ფაკულტეტთან  ასევე შექმნილია კურიკულუმის კომიტეტი, რომელიც აკრედიტაციის სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩართულია ფაკულტეტის დეპარტამენტების ინიციატივების განხილვა-შეფასება-განხორციელებაში.

მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა სამუშაო ჯგუფის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა მოისმინეს საგანმანათლებლო პროგრამის ,,ბიზნესის ადმინისტრირების’’ აკრედიტაციისათვის მზადების პერიოდში შესრულებული სამუშაოების ანგარიში და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება’’ მზადაა აკრედიტაციაზე წარსადგენად.

 


« უკან