info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

პროექტი „ყირგიზეთი, საქართველო და ნორვეგია"

23 აპრილი 2018 წელი
სურათი

▶   პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლის მეურნეობა და მემკვიდრეობის" ფარგლებში კვლევის განხორციელების მიზნით, ყირგიზეთის უნივერსიტეტიდან სამი სტუდენტი გვსტუმრობს!
 პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა განახორციელეს კვლევითი სამუშაოები მტირალას ეროვნულ პარკში, სადაც საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, პარკის მუშაობის სისტემისა და ტურისტული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით პარკის ადმინისტრაციას შეხვდნენ. 
 ერთ-ერთი სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად იზიდავს ტურისტებს მტირალას პარკთან მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროა, სადაც ოჯახი მეფუტკრეობას ეწევა და იქვე სთავაზობს ტურისტებს საკუთარ პროდუქციას, აცნობს დეტალურად თუ როგორ იღებენ და ამზადებენ თაფლს.
 მტირალას პარკში კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები ყირგიზ სტუდენტებთან ერთად ქობულეთის აგრო-სერვის ცენტრს ეწვივნენ, სადაც ტურისტებისთვის მოწყობილი "ქართული სახლი" დაათვალიერეს.
 სტუდენტები ქობულეთში შეხვდნენ და უშუალოდ გაესაუბრნენ საოჯახო ტიპის სასტუმრობს მეპატრონეებს, გაიგეს თუ რა სერვისს სთავაზობენ ისინი ტურისტებს, როგორ არის ორგანიზებული კვება და ა.შ. 
 ძალმზე მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც დაეხმარება ჩვენს სტუმრებს მათი კვლევის სრულყოფილად წარმართვაში!


« უკან