მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო პროცესში მოხალისეების სტატუსით საზღვაო აკადემიის სტუდენტები ჩაერთვებიან.
დღეს, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემმორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და მეორე მხრივ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდაჭერა; რაც გულისხმობს სტუდენტების ჩართულობას ოლიმპიადის მოსამზადებელ, საორგანიზაციო საკითხებში.
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სექტემბერში ჩატარდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სპორტული ღონისძიებაა. ოლიმპიადაში სპორტსმენები 189 ქვეყნიდან მონაწილეობენ.
« უკან |