info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

TVET ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა

31 ოქტომბერი 2017 წელი
სურათი

საქართველოში პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში, პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართა.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, სართაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშირისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.

კონფერენციაზე მოწვეულმა 200-ზე მეტმა მონაწილემ საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა. 
პანელური დისკუსია პროფესიული განათლების ბრენდინგის თემასაც დაეთმო და საქართველოში წამყვანმა მარკეტინგის სპეციალისტებმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარეს. 
კონფერენციის ფარგლებშივე პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამის გამოფენა მოეწყო. 
ათმა პროფესიულმა სასწავლებელმა დამთვალიერებელს ახალი პროგრამების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია გააცნო და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერებინა.

გამოფენაზე წარმოდგენილი მომავლის პროფესიები, ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება. 
დაჯილდოებას დაესწრნენ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

 

« უკან