ავტორიზაციისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია ორი დღის განმავლობაში (3-4 მარტს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპერტი ბასტიან ბაუმანი იმყოფება, რომელიც ENQA- ს ექსპერტი გახლავთ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით მოწვეულ და შერჩეულ იქნა ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც პილოტურ რეჟიმში იყო ჩართული ავტორიზაციის პროცესში საქართველში არსებულ სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში. მას აქვს დიდი გამოცდილება ახალი სტანდარტების იმპლემენტაციის კუთხით.
ბატონი ბასტიანი ორი დღის განმავლობაში გაეცნობა აკადემიის თვითშეფასების დოკუმენტს, მოაწყობს ინტერვიუს თვთშეფასებიდან გამომდინარე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების პერსონალთან, შეხვდება საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობას, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, დეკანებს, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებს, საგანამანათლებლო საქმიანობაში ჩართულ პირებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ინტერნაციონალიზაციაში ჩართულ პირებს, სტუდენტური მომსახურეობის სერვისების განმახორციელებლებს, ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, როგორიცაა დამსაქმებელი და მარეგულირებელი სამსახურები.
დაათვალიერებს ინფრასტრუქტურას. სამუშაო ვიზიტის მიზანია: საერთაშორისო ექსპერტმა გააკეთოს წინასწარი შეფასებები სასწავლებლის ახალ საავტორიზაციო სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აკადემიის თვითშეფასების მომზადებისა და ავტორიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და წარდგენის პროცესში. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის რომ აკადემია მზად შეხვდეს ავტორიზაციის ახალ გამოწვევებს.
« უკან |