info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

პროექტ "SmaLog"-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა

20 დეკემბერი 2017 წელი
სურათი
2017 წლის 4-8 დეკემბერს, იტალიაში, კერძოდ კი ქ. რომში ჩატარდა პირველი შეხვედრა პროექტი SmaLog-ს ფარგლებში. შეხვედრის მიზანი  პროექტის აქტივობების დეტალური განხილვა და პროექტში ჩართული უნივერსიტეტების წარდგენა იყო.

პროექტი გულისხმობს სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას ლოგისტიკაში, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას.

პროექტში ჩართულია უნივერსიტეტები იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ქ-ნი თეონა ძნელაძე - პროექტის კოორდინატორი და ბ-ნი რომან მამულაძე - ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის დეკანი.


« უკან