info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზღვაო აკადემიაში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა

12 დეკემბერი 2017 წელი
სურათი

▶ დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახემწიფო საზღვაო აკადემიამ მასმედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

▶ საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ, ISO სტანდარტების სამსახურის უფროსმა ნინო ყურშუბაძემ, და პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა გოჩა გოგიტიძემ ჟურნალისტებს გააცნეს და დაათვალიერებინეს საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის " ფარგლებში დამონტაჟებული თანამედროვე ლაბორატორები და სასწავლო სიმულატორები, რომელთა სპეციფიკასაც ჟურნალისტები დაწვრილებით გაეცნენ.

▶ ჟურნალისტებმა აკადემიის სასწავლო მეთოდიკისა და პროგრამების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. მედიატურის განმავლობაში აკადემიის რექტორმა მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

▶ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაფინანსებულია პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს. პროექტი თავის მხრის ფინანსდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES)“ ახორციელებს 2016 წლის სექტებრიდან.

▶ პროექტი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიამ 2017 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების შედეგებით მიიღო პროფესიული სტუდენტები 7 ახალ პროფესიულ პროგრამაზე: - თევზსაჭერი გემის ნავიგაცია (მე-5 საფეხური); - ლოჯისტიკისა და პორტის მენეჯმენტი (მე-4 და მე-5 საფეხური); - ამწე-კრანის ოპერირება (მე-3 და მე-4 საფეხური); - შედუღება(მე-3 და მე-4 საფეხური) . ყველა ახალმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია.


« უკან