ცვლილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ საგაზაფხულო სემესტრის შაბათი დღეები გამოცხადდეს სამუშაო დღეებად და შესაბამისად ჩატარდეს მეცადინეობები. სამაგიეროდ, დაკავებული შაბათი დღეეები უკლებლივ დაემატება პერსონალის შვებულებას და სტუდენტების არდადეგებს.
ზემოთ აღნიშნული ცვლილება საშუალებას მოგვცემს მინიმუმ ერთი თვით ადრე დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები და დავასრულოთ ყველა სამუშაო ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე სემესტრის დასკვნითი გამოცდების ჩატარება დაგეგმილია 2018 წლის 3-დან 24 იანვრამდე,2018 წლის 5 თებერვალი, ორშაბათი, განსაზღვრულია საგაზაფხულო სემესტრის დასაწყისად.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, ყველა პედაგოგს გთხოვთ 15 დეკემბრის 18-სთ-მდე ჩააბარეთ გამოცდებისა და შეფასების ცენტრს საგამოცდო საკითხები.
« უკან |