მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ღია ლექცია. ლექციას წარუძღვნენ რეგიონალური ოფისის უფროსი ჰაკან რაპი, ავსტრიის ნაციონალური დამკვირვებელი/ლიდერი ფრიდრიხ კაჩნიგი, გაფორმებულ მემორანდუმებთან შესაბამისობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქრისტიაან ვილემ ელდერჰორსტი.
აღნიშნული შეხვედრა სტუდენტებთან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. კამპანიის საფუძველი ის მარტივი ფაქტია, რომ ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ დღესდღეობით ადამიანის უფლებათა ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აგრეთვე გამართა "თეთრი ლენტის" კამპანია, სადაც 16-დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თეთრ ლენტებს ატარებენ, რაც იმისი პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა!
« უკან |