მოძრაობის მიზანია საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა სამოქალაქო აქტივობების, საინფორმაციო კამპანიების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდისა და ანტი-დასავლური დეზინფორმაციის შეფერხების გზით.
პირველ ეტაპზე მოძრაობა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში ასოცირების შეთანხმების, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას; დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების და ღია დისკუსიების ინიცირებას; საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესახებ კვალიფიციური და ინფორმატიული დისკუსიების წახალისებას.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
დასწრება თავისუფალია!
და
« უკან |