info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

BTEC (Business and Technology Education Council) ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი

22 სექტემბერი 2017 წელი
სურათი

2017 წლის 18-21 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზრვაო აკადემიაში  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა BTEC (Business and Technology Education Council) ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგებისა (ტრენერები და შემფასებლები) და ადმინისტრაციული (შიდა ვერიფიკატორი) პერსონალისათვის.
 ეს იყო პარტნიორთა მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო მომსახურების მესამე ეტაპი - ტრენინგი თემაზე „BTEC-ის კვალიფიკაციების სწავლებისთვის მომზადება - თეორისს პრაქტიკაში გამოყენება“, რომელიც ჩაატარა BTEC-ის ტრეინერებმა სარახ კოლმარმა (თევსაჭერი გემის ნავიგატორი), შარონ პოლიტ-ლაიმა (პორტების ლოგისტიკა), სტეფენ სინგლეტონმა (შედუღება), კრის ჰუდსონმა (ამწის ოპერირება). 
 ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: პედაგოგიკის ფუნდამენტური საკითხები, დიდი ბრიტანეთის კვალიფიკაციების სწავლება საერთაშორისო კონტექსტში, BTEC-ის კვალიფიკაციების მიზანი და დანიშნულება პროფესიულ განათლებაში, სტუდენტის სწავლის მეთოდების გათვალისწინება, ემპირიული სწავლების მნიშვნელობა, კარგი პროფესიულ პედაგოგის ჩამოყალიბების საკითხები.


« უკან