info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში

22 სექტემბერი 2017 წელი
სურათი

18-21 სექტემბერს საზღვაო აკადემიაში მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა BTEC (Business and Technology Education Council) ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგებისა (ტრენერები და შემფასებლები) და ადმინისტრაციული (შიდა ვერიფიკატორი) პერსონალისათვის.
▶ ეს იყო პარტნიორთა მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო მომსახურების მესამე ეტაპი - ტრენინგები თემაზე „BTEC-ის კვალიფიკაციების სწავლებისთვის მომზადება - თეორიის პრაქტიკაში გამოყენება“, რომელიც ჩაატარა BTEC-ის ტრეინერებმა შემდეგ პროგრამებში:

სარა კოლმარი - თევსაჭერი გემის ნავიგატორი;

შერონ პოლიტ-ლაი - პორტების ლოგისტიკის ოპერირება და მენეჯმენტი;

სტეფან სინგლტონი-  შემდუღებელი;

კრის ჰადსონი - ამწის ოპერატორი


▶ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: პედაგოგიკის ფუნდამენტური საკითხები, დიდი ბრიტანეთის კვალიფიკაციების სწავლება საერთაშორისო კონტექსტში, BTEC-ის კვალიფიკაციების მიზანი და დანიშნულება პროფესიულ განათლებაში, სტუდენტის სწავლის მეთოდების გათვალისწინება, ემპირიული სწავლების მნიშვნელობა, კარგი პროფესიულ პედაგოგის ჩამოყალიბების საკითხები.


« უკან