info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

დასრულდა ამწე-კრანის სიმულატორის ინსტალაცია.

24 აგვისტო 2017 წელი
სურათი

 მიმდინარე წლის 21-24 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) ფარგლებში დასრულდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ამწე კრანის სიმულატორის ინსტალაცია.

გაცნობითი ხასიათის ტრენინგი ჩაუტარდათ პროფესიული ცენტრის ტრენერებსა და საზღვაო აკადემიის IT სამსახურის თანამშრომლებს.

 პროექტი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოჯისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწე-კრანის ოპერატორი და შემდუღებელი.

#პროფესიულიგანათლება #შენიწარმატებულიმომავლისთვის!

 


« უკან