info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728  

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ახალ "GMDSS" სიმულატორს შეიძენს

17 აგვისტო 2017 წელი
სურათი
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ახალ "GMDSS" სიმულატორს შეიძენს.
საერთაშორისო სტანდარტების მუდმივი განვითარებისა და ცვლილებების ფონზე აკადემია საჭიროებს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიურ სიახლეებსა და ლიტერატურის განახლებას, რათა სტუდენტებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად აქცევს, ხოლო მოქმედმა მეზღვაურებმა გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. 
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პროექტის ფარგლებში საზღვაო აკადემია შეიძენს ახალ "GMDSS"(საზღვაო კავშირის გლობალური სისტემა, რომელიც გამოიყენება ძიებისა და უბედური შემთხვევის დროს) სიმულატორის კომპიუტერულ აღჭურვილობას. აღნიშნული სიმულატორის შესაძენად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 29 077 ლარი გამოიყო.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები უზრუნველყოფს მაღალი დონის საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მეზღვაურთა წარმატებულ საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ საზღვაო კომპანიებში.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მადლობას უხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზღვაო აკადემიისა და საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
  განკარგულება

« უკან