info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

კავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში! სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროგრამა “REკონცეფციის” პროექტი “ურბან ლაბი” უკვე ბათუმშია!

9 აგვისტო 2017 წელი
სურათი

კავკასიის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში! სსიპ შემოქმედებითი საქართველოს პროგრამა “REკონცეფციისპროექტიურბან ლაბიუკვე ბათუმშია!

შემოქმედებითი საქართველო, “ურბან ლაბისპროექტით და სტუდენტების ჩართულობით, ხელს უწყობს საქართველოს მასშტაბით არსებული სტრუქტურებისა და მათი სივრცეების განახლებას, შესაბამისად მართვის კონცეფციებისა და არქიტექტურული პროექტების განვითარებასპროექტისათვის სივრცე ირჩევა სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

შემოქმედებითი საქართველო პროექტში მონაწილეობის შანსს აძლევს სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით!

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გამოავლინონ თავიანთი უნარები, შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება ინფრასტრუქტურული და მენეჯმენტის პროექტების შემუშავების პროცესში და თავად შექმნან სასურველი საჯარო სივრცე.

პროგრამა “Reკონცეფციისფარგლებში, “ურბან ლაბისპირველი პროექტი ჩატარდა თბილისში და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც ამჟამად, შემოქმედებითი საქართველოს მენტორობით, ავითარებს თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის კონცეფციას და არქიტექტურულ პროექტს. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და ქალაქ თბილისის მერია.

პროექტურბან ლაბისფარგლებში 8-10 სექტემბერს, ბათუმში, ჩატარდება სემინარი - ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის REკონცეფცია. პროექტში მონაწილე თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება სხვადასხვა პროფესიის მქონე სტუდენტებისგან, მონაწილეები მოამზადებენ ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის განახლებულ კონცეფციას. პროექტის ბოლოს, გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც შემოქმედებით საქართველოსთან, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და .. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით გააგრძელებს პროექტის განვითარებას.

 

მონაწილეობის პირობები:

სემინარში მონაწილეობა უფასოა.

სამუშაო ენა: ქართული

სემინარში მონაწილეობა შეუძლია  სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებს;

უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს ნებისმიერი მიმართულებიდან (საქართველოს მასშტაბით)

განაცხადები მიიღება შემდეგი აპლიკაციის ფორმით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScgMYs69PVO3vi8xA5Pr5vl-ckjE_2MWiPmn2jmEX1EVwpw7g/viewform

 

 


« უკან