info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

BTEC საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი

2 აგვისტო 2017 წელი
სურათი

2017 წლის 1 და 2 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზრვაო აკადემიაში მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA-Georgia) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” (ISWD) საგრანტო პროექტის ფარგლებში გაიმართა BTEC (Business and Technology Education Council) ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო საბჭოს ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

▶ ეს იყო პარტნიორთა მიერ დაგეგმილი საგანმანათლებლო მომსახურების მეორე ეტაპი - ტრენინგი თემაზე „პედაგოგიური მიდგომა და სწავლების ფილოსოფია, დავალების შემუშავებისა და შეფასების გზამკვლევი“, რომელსაც ატარებდა ატარებდა BTEC -ის ტრენერი და გარე აუდიტორი კრისტოფერ მორისი.

▶ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: დავალების შემუშავების მიდგომები, აქტივობები, უკუკავშირი და დისკუსია აუდიტორიასთან, შიდა ვერიფიცირება, შიდა ვერიფიცირების პროცესის მართვა, შეფასების პრაქტიკა, მსმენელთა შეფასება სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, აქტიობები, რეფლექსაცია. მუშაობა მიმდინარეობდა ღია და ინტერაქტიურ გარემოში. მსმენელებმა გამოავლინეს დაინტერესება წარმოდგენილი მასალის მიმართ და აღნიშნეს რომ ჩატარებული მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.


« უკან