info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრად საზღვაო აკადემიაში

13 ივლისი 2017 წელი
სურათი

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყების პირველმა პირმა დაათვალიერა საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ყურადღება გაამახვილა საზღვაო აკადემიის, როგორც ერთადერთი საზღვაო სასწავლებლის მნიშვნელობაზე, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული.


« უკან