20-23 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ჟან მონეს კათედრა (Jean Monnet Chair) გთავაზობთ პროექტის: „ევროინტეგრაციის შესახებ სწავლების ხელშეწყობა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში“ საზაფხულო სკოლას ბათუმში:
“ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა”
საზაფხულო სკოლას გაუძღვება ჟან მონეს პროფესორი, დოქტორი სერგი კაპანაძე. სასწავლო დღის წესრიგი მოიცავს ევროკავშირის და ევროინტეგრაციის შესახებ ყველა ფუნდამენტურ საკითხს. სწავლების ფორმა არის ინტერაქციული და მოიცავს სიმულაციურ თამაშს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბუკლეტი.
მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი (300 სიტყვა/ნახევარი გვერდი) შემდეგ მისამართზე: jeanmonnet@cu.edu.ge
განაცხადის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2017 წლის 7 აგვისტო
შერჩევის შედეგები გეცნობებათ 15 აგვისტოს.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
* საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
Summer School
« უკან |