ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მოიგო ევროკავშირის საგრანტო პროგრამის Erasmus+ ის Credit Mobility – მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3-12 თვის) ბაკალავრიატის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის, პოლონეთში - შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში (Maritime University of Szczecin - http://am.szczecin.pl/ ). პროგრამა განხორციელდება 2 წლის განმავლობაში (2017/2018 და 2018/2019).
2017/2018 წლის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არის:
1 სტუდენტის ერთი სემესტრით სწავლება;
აკადემიური პერსონალის 2 წარმომადგენლის მობილობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან ;
ადმისტრაციული პერსონალის 1 წარმომადგენლის მობილობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიიდან;
აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენლის მობილობა შეცინის საზღვაო უნივერსიტეტიდან;
აკადემიის 1 სტუდენტს ეძლევა საშუალება ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლოს შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში და ისარგებლოს Erasmus+ სრული დაფინანსებით. სწავლის პერიოდში სტუდენტი აითვისებს 30 კრედიტს და გაივლის 2 კვირიან საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი პრაქტიკას. სწავლის დაიწყება: 25 სექტემბერს.
მოთხოვნები აპლიკანტისათვის:
- არის საზღვაო ნავიგაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
- დასრულებული აქვს სწავლების პირველი წელი;
- აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება;
- ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე (ჩატარდება ტესტირება);
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქალბატონ თეონა ძნელაძეს (კაბინეტი 215).
ტესტირების და კონკურსის ჩატარების თარიღების შესახებ მოგახსენებთ უახლოეს დღეებში.
« უკან |