info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2017 წელი
სურათი

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით 25 ივნისი ბათუმში 7 წელია მასშტაბურად აღინიშნება.

☑️ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ბათუმში ბევრი ღონისძიება დაიგეგმა, საზეიმო აღლუმი დილის 11 საათზე დაიწყო, სადაც სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილი საზღვაო აკადემიის სტუდენტები ორკესტრის თანხლებით მსვლელობას, 26 მაისის პარკიდან აბაშიძის ქუჩამდე გამართავეს.

☑️ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა, სადაც მეზღვაურებს, კურსანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

☑️ გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და რამდენიმე მეზღვაური და პროფესორი საზღვაო საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც დააჯილდოვეს. მეათე ნავმისადგომზე გამართული ღონისძიება ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით დასრულდა, რითიც მთავრობის წევრებმა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს.

☑️ შემდგომ უშუალოდ ლოკაცია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გადმოინაცვლა, სადაც ღონისძიება საზეიმოდ გახსნა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარჩინებული მეოთხეკურსელები დააჯილდოვეს.

☑️ საზღვაო აკადემიის მეოთხეკურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღების და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ოფიციალურად გახსნეს. აღნიშნული ლაბორატორიების შესაძენად 2017 წელს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოეყო 870 000 ლარი.

☑️ თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად მოიცავს ყველა იმ მოწყობილობას, რომელიც საჭიროა გემის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციის მისაღებად. სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს „სასწავლო ტექნოლოგიური პრაქტიკა“,რომლის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს: საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღების და ელექტროსამონტაჟო მუშაობათა შესრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. აღნიშნული ლაბორატორიები საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში.

☑️ მეზღვაუღთა საერთაშორისო დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა ადგილას აღინიშნა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს!!

 


« უკან