საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიდო საზღვაო აკადემიასა და ფოთის ნავსადგურ "APM Terminals" შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, "APM Terminals"-ის მენეჯმენტი საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
▶ ფოთის ნავსადგურს ესაჭიროება ახალგაზრდა და პერსპექტიული ადამიანები, და სწორედ მათივე გადაწყვეტილებით, "APM Terminals"-ის კადრებით დაკომპლექტება ჩვენი პერსპექტიული სტუდენტებით მოხდება.
▶ პირველი ეტაპისთვის დაგეგმილია 30-მდე სტუდენტისა და კურსდამთავრებულის 5 თვიანი სტაჟირება ფოთის ნავსადგურ "APM Terminals"-ში, შემდეგი პირობებით:
✔ ანაზღაურებადი სტაჟირება თვიური 400-500 ლარის ოდენობით;
✔ უფასო საცხოვრებელი ადგილისა და კვების უზრუნველყოფა;
✔ სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმების უპირობო პერსპექტივა.
« უკან |