საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციულ და პედაგოგიურ პერსონალს "BTEC"-ის საერთაშორისო ტრენინგი ჩაუტარდათ.
▶ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 15-16 მაისს, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში "BTEC"-ის ექსპერტმა/ტრენერმა ქრისტოფერ მორისმა საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
▶ ინტერაქტიული ხასიათის ტრენინგზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები განიხილეს. აღნიშნული კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ დავალებებს.
▶ ტრენინგი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდართებით გათვალისწინებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და "BTEC"-ის მოთხოვნების შესაბამისად ადმინისტრირებას. აგრეთვე, პედაგოგების მომზადება/გადამზადებას, შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფას და საერთაშორისო BTEC-ის პლატფორმის გამოყენებას. საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციული და პედაგოგიური პერსონალისთვის უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამაღლებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს BTEC-ის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ, რაც გულისხმობს მათ შეეძლებათ სწავლების განხორციელება შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
« უკან |