info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან

16 მაისი 2017 წელი
სურათი

დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

▶ დოკუმენტს ხელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ბატონმა ირაკლი შარაბიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მოაწერეს.

▶ მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საზღვაო აკადემიას შორის გაიმართება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები და ლექცია-სემინარები. ასევე განხორციელდება სტუდენტთა და იუნკერთა ერთობლივი გასვლითი საველე სწავლებები აკადემიების სასწავლო ბაზებზე.

▶ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და აკადემიის იუნკერების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში ხელშეწყობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და განვითარებას. ასევე პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

 


« უკან