დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ თურმანიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესებში შემავალი საკითხების კვლევაში და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში. რომლის მიზანია მოეწყოს ერთობლივი ან მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთი მხარის მიერ ორგანიზებულ სასწავლო-სამეცნიერო, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, სემინარებში, კონფერენციებსა და დისკუსიებში. მხარეები ითანამშრომლებენ და ერთობლივ ძალისხმევას წარმართავენ პროფესიული განათლებისა და მომსახურების სფეროს შესახებ კანონმდებლობის სისტემისა და პროცედურების დახვეწა-გაუმჯობესების საკითხებში. შეიმუშავებენ და წარადგენენ ერთობლივ პროექტებს.
დღესდღეობით, ქვეყნის განვითარებისათვის პროფესიული განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს დააკმაყოფილოს მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები.
« უკან |