info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამუშაო ვიზიტი

7 აპრილი 2017 წელი
სურათი

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia)-ს საგრანტო პროექტის  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (PICG)  - პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის (ISWD)  ფარგლებში  3-6 აპრილის ჩათვლით საზღვაო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პროექტის

პარტნიორი ორგანიზაციის  Pearson Education Limited- ის ექსპერტები: ფილ მეიერსი-ტექნიკური პროფესიული კვალიფიკაციების ფილ მეიერსი - ტექნიკური პროფესიული კვალიფიკაციების პორტფოლიოს მენეჯერი და ედი  კონორი - პროფესიული კვალიფიკაციების სპეციალისტი.  ვიზიტის მიზანი იყო პარტნიორების   პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხილვა - ანალიზი    შედეგების, საბოლოო რედაქციებისა და დასკვნების განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად.

შეხვედრა დაყოფილი იყო სამ  სამუშაო ეტაპად და თითოეულ ეტაპზე განიხილებოდა დარგობრივი სტანდარტები და  ჩარჩო დოკუმენტები შემდეგი  სპეციალობებისათვის და პროფესიული კვალიფიკაციებისათვის:

ü  მეთევზე - მეზღვაური მე-5 საფეხური;

ü  ამწე-კრანის ოპერატორი   3-4 საფეხური;

ü  ლითონის და  ალუმინის  შემდუღებელი 3-4 საფეხური;

პროექტების განხილვაში მონაწილეობას ღებულობდნენ დარგის სპეციალისტები, საზღვაო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სასწავლო დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ü  ლითონის და  ალუმინის  შემდუღებელის სპეციალობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების განვითარების საკითხების ჩამოყალიბების და პარტნიორების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ შპს „მერინ მეინტენინგ სერვის“-ის წარმომადგენლები: ურღვევი კონტროლის ექსპერტი-ავთანდილ ცეცხლაძე, ელექტროშედუღების ინსტრუქტორი - ნოდარ სურმანიძე  და ელექტროშემდუღებლის მომზადების კურსების ხელმძღვანელი დავით თურმანიძე. აგრეთვე შპს „რუსეთის საზღვაო რეგისტრი საქართველოში“

ü  წარმომადგენლები: დირექტორის მოადგილე - ლევან სარჯველაძე და სურვეიერი, საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი - ზაზა ღომიძე.

ამწე-კრანის ოპერატორი   3-4 საფეხური შემდუღებელის სპეციალობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების განვითარების საკითხების ჩამოყალიბების და პარტნიორების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვის პროცესს ესწრებოდა   ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  ამწე კრანის ოპერატორი - ამირან ნაკაშიძე.

მეთევზე - მეზღვაური მე-5 საფეხურის სპეციალობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების განვითარების საკითხების ჩამოყალიბების და პარტნიორების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვის პროცესს ესწრებოდნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები:

ü  ნინო გორგოშაძე - მეზღვაურთა დეპარტამენტის სერტიფიცირების სამმართველოს უფროსი;

ü  დათო ჯინჭარაძე - მეზვაურთა დეპარტამენის სერტიფიცირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ü  კრისტინა რზგოევა -  იურიდიული დეპარტამენტს - იურიდიული სამმართველოს უფროსი;


და დარგის გამოცდილი სპეციალისტები:

ü  შორეული ნაოსნობის კაპიტანი - კონსტანტინე  ბოლქვაძე;

ü  შორეული ნაოსნობის კაპიტანი - დავით დვალიშვილი;

 

ჩატარებული სამუშაო იყო საკმაოდ ნაყოფიერი და მიმდინარეობდა მხარეთა ურთიართშეთანხმებისა და ნდობის გარემოში. განხილვის შედეგები,  დამსწრეთა შენიშვნები და მოსაზრებები პარტნიორების მიერ იქნა გაზიარებული და ჩანიშნული, რაც  შემდგომში გათვალისწინებული იქნება პროექტის საბოლოო რედაქციაში.

 


« უკან