ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2016-2017 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სტუდენტთა შიდა მობილობის ვადა 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 2 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრება. შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა დაწეროს განცხადება საზღვაო აკადემიის კანცელარიაში.
მობილობის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ერთი ფაკულტეტის ფარგლებში სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველ სტუდენტებს.
საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) “გემის მექანიკა“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 სტუდენტი;
ბ) “გემის ელექტრომექანიკა“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 სტუდენტი;
გ) „ნავსადგურებისა და ტერმინალების გადამტვირთავი აღჭურვილობის ექსპლუატაცია“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 25 სტუდენტი;
დ) „საზღვაო ტრანსპორტის მართვა“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 სტუდენტი;
ე) „გემის ენერგეტიკული დანადგარები და მექანიზმები“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 სტუდენტი;
ვ) „გემების, პორტების და საზღვაო ტერმინალების ენერგეტიკული დანადგარები” მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 სტუდენტი;
ზ) „გემებისა და პორტების ელექტროენერგეტიკული სისტემები და დანადგარები“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 5 სტუდენტი;
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისათვის სტუდენტთა შიდა მობილობის ადგილების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) „მენეჯმენტი-საზღვაო გადაზიდვების ორგანიზაცია და ლოჯისტიკა“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტი;
ბ) „მენეჯმენტი - ნავსადგურის მენეჯმენტი“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტი;
გ) „ტურიზმი - საკრუინგო ტურიზმის მენეჯმენტი“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 20 სტუდენტი;
დ) „საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - 2 სტუდენტი;
ე) „ლოჯისტიკა და ექპედირება“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - 2 სტუდენტი;
« უკან |