info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ჩარიცხვის წესი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე აკადემიაში ჩარიცხვის უფლება აქვთ პირებს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224 ბრძანების მუხლი 2-ის შესაბამისად. ასეთი უფლების მქონე პირები განცხადებით მიმართავენ აკადემიის რექტორს, რათა მიიღონ თანხმობის წერილი აკადემიის მიერ მათთვის ვაკანტური ადგილის გამოყოფის შესახებ. თანხმობის წერილს სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილის თაობაზე.

 2. ცენტრის მიერ ხდება აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/ სტუდენტის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და შესაბამისი ინფორმაცია წერილის სახით ეგზავნება აკადემიას

 3. დადებითი პასუხის შემდგომ ჩარიცხვის მსურველი პირი უნდა გამოცხადდეს აკადემიაში და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

 

ა) ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე;

 ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ატესტატი(დედანი) ან ატესტატის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;

 დ) 4 ფოტო 3X4 ფორმატის და ელექტრონული ვერსია;

 ე) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობა(დედანი) ან სამხედრო ბილეთის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვაჟებისათვის);

 ვ) ჯანმრთელობის ცნობა - საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩასარიცხად საჭიროა სამედიცინო ცნობა საზღვაო ფლოტის გემების მცურავ შემადგენლობაში ვარგისიანობის დასადგენად (ფორმა №086 ან №100). სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს საქართველოს საზღვაო სამედიცინო ცენტრში.

 

ასევე,

ა)პირადი საქმის დედანი (მხოლოდ სტუდენტებისათვის);

 ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, (დიპლომი; დიპლომის დანართი) ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ (მხოლოდ მაგისტრებისათვის);

 

4. წარმოდგენილი დოკუმენტების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე აკადემიის რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომლის შედეგადაც კანდიდატს ენიჭება აკადემიის სტუდენტის სტატუსი.

 5. აკადემიაში სტუდენტის ჩარიცხვის შემდგომ ცენტრში იგზავნება წერილი, რომელსაც თან ერთვის რექტორის ჩარიცხვის ბრძანება და სათანადო დოკუმენტები აკადემიის სტუდენტთა რეესტრში დამატების თაობაზე.

 6. ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება აკადემიასთან და წარმოადგინოს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებით გადახდილი სწავლის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.


« უკან