info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

საქმიანი შეხვედრა ნორვეგიელებთან

1 მაისი 2016 წელი
სურათი

28 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნათია სალუქვაძე და საზღვაო აკადემიის  რექტორი ირაკლი შარაბიძე შეხვდნენ ნორვეგიის რეგოლანდის საწვრთნელი ცენტრის (RKK) წარმომადგენლებს მმართველ დირექტორს კენტ ტერიე ინგებრეტსენს, აზერბაიჯანსა და საქართველოში პროექტების მენეჯერს რუნე თორსენს და კონსულტანტს და პროექტების გუნდის წარმომადგენელს აზერბაიჯანში ნამიქ მამედოვს.

ბატონმა კენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია RKK-ს აქტივობის შესახებ, რომელიც გარდა საგანმანათლებლო აქტივობისა ნორვეგიაში ასევე აფინანსებს და ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს შუა აზიისა და ამიერკავკასიის რეგიონში, კერძოდ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია პროფესიული განათლების პერსპექტიული სექტორების (მათ შორის საზღვაო განათლების) დაფინანსება და ხელშეწყობა საქართველოში.

დავით ხუციშვილმა, ნათია სალუქვაძემ და აკადემიის რექტორმა სტუმრებს გააცნეს საქართველოში ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივები და საზღვაო ტრანსპორტის სექტორში კადრების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნორვეგიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება წამოჭრილი პრობლემებისადმი და გამოთქვა ინტერესი ერთობლივი პროექტის შემუშავების შესახებ, რომლის ფორმირება შეიძლება დაიწყოს მათი ბათუმში ვიზიტის შემდეგ.


« უკან