info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

„საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი“ აცხადებს კონკურსს

1 ივლისი 2016 წელი
სურათი

ევროკომისიის ტემპუსის პროექტის „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის  საკრუიზო ტურიზმის განვითარების  მიზნებისათვის" (Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the  Black Sea region -  CruiseT"  ფარგლებში ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი მიმდინარე წლის ზაფხულში ახორციელებს პროექტს

„ეფექტურად გამოვიყენოთ რეგიონის ტურისტული პოტენციალი“

1.     პროექტის შინაარსი. პროექტი ატარებს ტურიზმის სფეროში კვლევითი და კონსალტინგური მომსახურების ხასიათს. ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენა.

პროექტით მიღებულმა შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

2.     პროექტის ხელმძღვანელი. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავვლებლები.

3.   პროექტში ჩართულ მხარეები:

-       ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტთან არსებული „საკრუიზო ტურიზმში კომპეტენციათა  რეგიონული ცენტრი“;

-       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლისს მეურნეობის სამინისტრო;

-       ხელვაჩაურის გამგეობა;

-       ბსსა-ს სტუდენტები;

4.     განხორციელების ვადები. საზაფხულო სკოლა იმუშავებს  2016 წლის 11-24 ივლისის ჩათვლით.

5.   მოსალოდნელი შედეგი. პროექტის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ან მის ცელკეულ რეგიონში ტურიზმის, მათ შორის საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.

  1. საკონკურსო პირობები:

-       საზაფხულო სკოლის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებს (უპირატესობა მიენიჭებათ ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს);

-       კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს განცხადება დეკანის სახელზე;

-       კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.

  1. განაცხადის შემოტანის ვადები და ადგილი.  საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 5 ივლისის ჩათვლით. ბსსა-ს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანატში

შენიშვნა: საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები, გაივლიან სტაჟირებას სახელმწიფო დაწესებულებებში, ჩაატარებენ საველე კვლევებს და შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს, მიღებული შედეგები განხილული იქნება პროექტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, ასევე წარდგენილი იქნება ტემპუსის პროექტის Projekt 543681-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPHES „Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region" – CruiseTშემაჯამებელ შეხვედრაზე ბათუმში (2016 წლის 2-11 სექტემბერი).

  კონკურსი

« უკან