info
კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერზე.


ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი

სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიხსნა მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი, ცენტრში მოსწავლეები მოემზადებიან როგორც საერთო ეროვნული, ასევე გამოსაშვები(საატესტატო) გამოცდებისათვის,მოწვეული გვყავს რეგიონის საუკეთესო პედაგოგები, მეცადინეობები ჩატარდება მოდერნიზებულ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, მოეწყობა ექსკურსიები, პიკნიკები და სხვა გარე აქტივობები. მშობელს სისტემატიურად გაეგზავნება ტექსტური შეტყობინება მობილურზე, სადაც აისახება სრული ინფორმაცია თავისი შვილის აკადემიურ მოსწრებასა თუ სხვათა შესახებ, ხოლო იმისათვის, რომ მოსწავლე (აბიტურიენტი ) იყოს დაცული, განხორციელდება ვიდეოკონტროლი.
 
თითოეული საგნის ღირებულებაა თვეში 100 ლარი, მეცადინეობები 1,5 სთ-ია და ტარდება კვირაში 3-ჯერ.
 
იმ შემთხვევაში ,თუ მოსწავლე აირჩევს 4 და მეტ საგანს განხორციელდება 5% ფასდაკლება.
 
ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლე/ აბიტურიენტის მომზადების შემთხვევაში, თითოეულ მათგანზე გავრცელდება 10% ფასდაკლება 
 
აბიტურიენტს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ჩარიცხვის შემთხვევაში პირველი კურსის სწავლის გადასახადი 10%-ით შეუმცირდება.
 
სწავლა იწყება 3 ოქტომბერს, რეგისტრაცია გრძელდება 23 სექტემბრამდე, რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: center.bsma.edu.ge
 
 
გვანდეთ თქვენი განათლება, ჩვენ თქვენი ნათელი მომავლის გარანტი ვართ!
 

« უკან